20:25 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-20 17:07:30, 653 ნახვა

სამართალი
პროკურატურის ინფორმაციით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 9  წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე შ.თ. დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, ქ.ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე შ.თ.-მ, არსებული უთანხმოების გამო, ურთიერთშელაპარაკებისას, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით გულმკერდის არეში დაჭრა ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.თ., რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა შ.თ. 2020 წლის 31 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ შ.თ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics