2021-05-20 15:21:25, 4175 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში ჩინური წარმოების „სინოვაკით“ აცრაზე რეგისტრაცია ხვალ, 12:00 საათიდან დაიწყება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ჩინური წარმოების „სინოვაკით“ აცრაზე რეგისტრაცია ხვალ, 12:00 საათიდან დაიწყება.
NCDC-ში აცხადებენ, რომ ჩინური „სინოვაკით“ ვაქცინაცია 24 მაისიდან დაიწყება.
„სინოვაკის“ ვაქცინა, „სინოფარმის“ მსგავსად, ინაქტივირებული ვაქცინაა. ოფიციალური მონაცემებით სხვადასხვა ქვეყნისთვის მიწოდებულია 260 მილიონი დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა.
„სინოვაკის“ ვაქცინა დადებითად შეფასდა იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (The Strategic Advisory Group of Experts on Immunization (SAGE) მიერ. აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებგვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან