20:17 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-19 16:12:05, 534 ნახვა

სამართალი
სუს-ი - ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გიგა ოთხოზორიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების კატეგორიული მოთხოვნების მიუხედავად, ოთხოზორიას მკვლელობაში მონაწილე პირები კვლავ დაუსჯელები არიან.

2016 წლის 19 მაისს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას სასტიკმა მკვლელობამ, ნათლად წარმოაჩინა საოკუპაციო რეჟიმის არაჰუმანური და დამნაშავეობრივი სახე. აღნიშნულმა უკიდურესად დააზიანა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უსაფრთხოების გარემო და კიდევ ერთხელ წარმოჩინა ოკუპაციის მძიმე შედეგები. 

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად,  გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მონაწილე პირები, რუსეთის საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილებით კვლავ არ დასჯილან.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, მოქმედ საერთაშორისო ფორმატებსა და ინსტრუმენტებს, რათა დანაშაულის ჩამდენი პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics