08:23 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-19 15:54:41, 640 ნახვა

პოლიტიკა
„საქართველოს მომავალი ევროპულია“ - „ევრონიუსი“ სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის ერთობლივ სტატიას აქვეყნებს

„საქართველოს მომავალი ევროპულია“ – აღნიშნული სათაურით გამოცემა „ევრონიუსი“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სტატიას აქვეყნებს.

„ევრონიუსის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ 19 აპრილს ხელმოწერილ დოკუმენტზე და საქართველოს სამომავლო პერსპექტივებზე.

„2021 წლის დასაწყისში საქართველო პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდა. ლატენტურმა პოლარიზაციამ მმართველი და ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს დააპირისპირა. ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების ფასილიტაციის მცდელობის მიუხედავად, დაძაბულობა პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა. 2020 წლის შემოდგომაზე, იმ გამოწვევების გამო, რომლის წინაშეც რეგიონი სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის გამო აღმოჩნდა, აუცილებელი გახდა საქართველოს დემოკრატიისა და სტაბილიზაციის კონსოლიდირება. საქართველოს პრეზიდენტის სრული მხარდაჭერით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შესთავაზა საქართველოს შუამავლობა პოლიტიკურ დიალოგში, რომელიც საქართველოში ვიზიტის დროს, 1-ელ მარტს.

ჩვენ, საქართველოს პრეზიდენტს და ევროსაბჭოს პრეზიდენტს, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა კმაყოფილება იმის გამო, რომ აღნიშნულ შეთანხმებას შეუერთდნენ და ხელი მოაწერეს ოპოზიციურმა და მმართველმა პარტიებმა. აღნიშნული ხელშეკრულებით სრულდება კრიზისი, რასაც შესაძლოა ხელი შეეშალა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიღწეული დემოკრატიული წინსვლისთვისა და შეესუსტებინა საქართველოს პროგრესი ევროპულ გზაზე. დიალოგის, ლიდერობისა და კომპრომისის საშუალებით, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უარი თქვეს უთანხმოებაზე ქვეყნის უკეთესობისკენ. აღნიშნული გაკეთდა ნამდვილად ევროპული სულისკვეთებით, აღორძინდა საქართველოს იმიჯი. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები. ეს შეთანხმება საქართველოს, მისი ხალხისა და ევროკავშირის გამარჯვებაა“, - აღნიშნულია სტატიაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics