|
2021-05-19 13:38:32, 1255 ნახვა
ეკონომიკა
ბინები დღიურად
ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ყოველთვის არის მომენტები, როდესაც დაგეგმილად თუ დაუგეგმავად საჭიროა ისეთი ადგილის სწრაფად და მარტივად პოვნა, სადაც ერთი ღამით მაინც დავრჩებით. ეს შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს - ქალაქიდან ქალაქში მგზავრობისას, პატარა წვეულების მოწყობისას, ლაშქრობისა თუ ექსკურსიისას და მაშინაც, თუკი მოულოდნელად გადაწყვეტთ სადმე საინტერესო ადგილას წასვლას იმ იმედით, რომ ღამის გასათევს მარტივად იპოვით. ხშირად ასე ფესტივალებზე ხდება ხოლმე, რომელიც ქალაქგარეთ ან სხვა ქალაქში იმართება და შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს. ასეთ დროს სხვადასხვა ალტერნატივა რა თქმა უნდა არსებობს, თუმცა ბინის ქირაობა უდაოდ ყველაზე კომფორტული და მოსახერხებელია. პანდემიიდან გამომდინარე კი, რაც სახლში მუშაობის პრაქტიკა თითქმის ყველგან დაინერგა, ბევრი ოფისს მონატრებული ადამიანი, რომელიც ოფისში ვერ ახერხებს მუშაობას და საერთო სამუშაო სივრცეც ნაკლებად კომფორტულია, სწორედ ბინის ქირაობით პოულობს სიმშვიდეს, რათა გაექცეს სახლში მუშაობის რუტინას, რომელსაც ხშირად ოჯახის წევრები არღვევენ. ბინის ძიებისას მთავარია მიზეზი, რის გამოც გსურთ დროებით ქირაობა. ბინები დღიურად უკვე ყველა დიდ ქალაქსა თუ კურორტზე ქირავდება, შესაბამისად, როგორც წესი, არჩევანი საკმაოდ დიდია და გადაწყვეტილებაც საკუთარი პრეფერენციებისდა მიხედვით უნდა მიიღოთ. ყოველთვის სჯობს ძიებისას რამდენიმე ვარიანტი განიხილოთ, დაუკავშირდეთ მეპატრონეს, დეტალები დააზუსტოთ და აირჩიოთ ყველა კომფორტული. გაითვალისწინეთ, ბინების ღირებულება ქალაქის ცენტრში ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე გარეუბანში, თუმცა შეიძლება სწორედ ცენტრიდან მოშორებით სჯობდეს დაბინავება. ბინის ქირაობისას ყოველთვის არსებობს გამოწვევები, რომ შეიძლება მოლოდინი ვერ გაამართლოს, ამიტომაც დეტალები ყოველთვის დააზუსტეთ. უმთავრესად გასათვალისწინებელი დეტალებია ფასი, მდგომარეობა და ლოკაცია, რაც ყოველთვის ერთმანეთთან თანხვედრაშია. ფასი დამოკიდებულია მდგომარეობაზეც და ლოკაციაზეც, თუმცა მაღალი კონკურენციის გამო, მეტ-ნაკლებად ყოველთვის მისაღებია. პირველ რიგში უნდა იცოდეთ სად გინდათ ბინა, რასაც უმეტესად განაპირობებს თქვენი დაგეგმილი აქტივობა, ხოლო თუ დაუგეგმავად, მოულოდნელად გადაწყვიტეთ ქირაობა, არც ეგ იქნება პრობლემა. შესაბამისი ადგილის არჩევის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანია მდგომარეობა, გაითვალისწინეთ, ბინა რაც უფრო კარგ მდგომარეობაშია, ფასიც უფრო იმატებს, თუმცა ნამდვილად ღირს მისი გადახდა, რადგან ეს თქვენი კომფორტია. ბინები დღიურად მეპატრონესთან შეთანხმებით დროის კონკრეტულ მონაკვეთში ქირავდება, ამიტომ აუცილებლად დააზუსტეთ რომელზე დატოვებთ ბინას. მეპატრონესთვის აუცილებელია ბინა ისეთ მდგომარეობაში დახვდეს, როგორშიც ჩაგაბარათ, ამიტომ ხშირად ერიდებიან წვეულებისთვის გაქირავებას, თუმცა ალტერნატივა ყოველთვის არსებობს. დაინტერესების შემთხვევაში დაეკონტაქტეთ მეპატრონეს, დაინტერესდით მდგომარეობითა და სხვა დეტალებით და აუხსენით რამდენი ხნით და რისთვის გსურთ ქირაობა. დააზუსტეთ ისეთი მცირედი დეტალებიც კი, როგორიცაა აქვს თუ არა ბინას ინტერნეტი, მეზობლები ხომ არ შეგაწუხებენ, საპარკინგე ადგილი არის თუ არა, რამდენად შეესაბამება ბინის მდგომარება სურათებში ნანახს და ა.შ. როგორც წესი, ხშირად ბინას წინასწარ ჯავშნიან ხოლმე, ამიტომ თუ დაგეგმილი გაქვთ კონკრეტული დღე, დაიჭირეთ თადარიგი, დროულად გაარკვიეთ დეტალები, შეუთანხმდით მეპატრონეს და დაჯავშნეთ წინასწარ. როგორც წესი, ერთი ან რამდენიმე დღით ადრე ბინის მოძიება შედარებით რთულდება ხოლმე, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ გასაქირავებელი ბინების რაოდენობა დიდია, ყოველთვის შეძლებთ მოძიებას.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)