|
2021-05-19 11:46:40, 1267 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს თურქეთის პრეზიდენტს, თავი შეიკავოს ანტისემიტური განცხადებებისგან
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მკაცრად გმობს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ანტისემიტურ განცხადებებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, აშშ ყველაფერს გააკეთებს, რათა ანტისემიტიზმს ებრძოლოს, რადგან ანტისემიტური ენისთვის ადგილი არ არსებობს. „აშშ მკაცრად გმობს პრეზიდენტ ერდოღანის ბოლოდროინდელ ანტისემიტურ კომენტარს ებრაელ ხალხთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ პრეზიდენტ ერდოღანსა და თურქეთის სხვა ლიდერებს, თავი შეიკავონ წამქეზებლური სიტყვებისგან, რამაც შემდგომი ძალადობა შეიძლება გამოიწვიოს. მოვუწოდებთ თურქეთს, შეუერთდეს აშშ-ს კონფლიქტის დასრულების საქმეში. ანტისემიტური ენისთვის ადგილი არ არსებობს. აშშ ყველაფერს გააკეთებს, რათა ანტისემიტიზმს ებრძოლოს. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ძალადობას, რომელიც ხშირად თან ახლავს ანტისემიტიზმს“, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ისრაელი ღაზას სექტორზე განხორციელებული თავდასხმებისთვის გააკრიტიკა და „ტერორისტული სახელმწიფო“ უწოდა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)