|
2021-05-18 22:17:36, 743 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი - ნიკა მელიას იმხელა ენერგია და დრაივი აქვს, რომ ერთი წამით არ შეუძლია დაჯდეს, რაც არის გამარჯვების საწინდარი
„ნიკა მელიას იმხელა ენერგია და იმხელა დრაივი აქვს, რომ ერთი წამით არ შეუძლია დაჯდეს, რაც არის გამარჯვების საწინდარი“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიამ ძალიან მაღალი ტალღა აწია ქართველი ხალხის დასახმარებლად. „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი, ნიკა მელია არის ჩამოსული კიევში ხანმოკლე, ძალიან დატვირთული სამუშაო ვიზიტით. მე მის ადგილზე დავისვენებდი ციხის მერე. მაგრამ, რასაც ვატყობ, იმხელა ენერგია და იმხელა დრაივი აქვს, რომ ერთი წამით არ შეუძლია დაჯდეს, რაც არის გამარჯვების საწინდარი, იმიტომ, რომ მართლა ძალიან დიდი გეგმები აქვს ნიკას. ძალიან მაღალი ტალღა აწია ქართველი ხალხის დასახმარებლად. ძალიან ვამაყობ, რომ მისი თანამებრძოლი ვარ, ძალიან აღფრთოვანებული ვარ გამბედაობით და შეუვალობით, პრინციპულობით, რაც გამოიჩინა. მგონი, ჩვენს ხალხს ყველაფერი გამოუვა, იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეიძლება. ამდენი ხანი ელოდება ხალხი რაღაც შვებას და წინსვლას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)