05:07 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-18 15:51:37, 765 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ შეთავაზების შემთხვევაში, თანახმაა იყოს ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ შემოთავაზების შემთხვევაში, მზადაა იყოს ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, მის პარტიას აქვს ამბიცია, რომ თბილისში ჰყავდეს საკუთარი მერობის კანდიდატი, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„თუ შემოთავაზება იქნება, თანახმა ვარ. ისედაც ვაპირებ, რომ დავდგე და თუ ერთიანი კანდიდატი იქნება, ცხადია, უკეთესია. ჯერჯერობით, რაიმე ასეთი კონსულტაცია არ ყოფილა, არ მქონია კონსულტაცია. ჩემთან პარტიაში ასეთი განწყობაა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, გაყალბების მიუხედავად, ჩვენ ყველაზე პატარა დანახარჯებით თბილისში მესამე ადგილზე გავედით. შესაბამისად, ჩვენს პარტიას აქვს ამბიცია, რომ თბილისში ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი. ეს არის ახლა, ამ წუთში მოცემულობა. ჯერ პარტიაში მიღებული არ არის ამაზე გადწყვეტილება, ამიტომ ცალსახად, ვაპირებ თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს განიხილება. თუ ამას დაემატება ის, რომ ვიქნები ერთიანი კანდიდატი, ცხადია, ეს პლუსია. გიჟი უნდა ვიყო, რომ მაგაზე ვთქვა, არა, ეს არ მინდა-მეთქი. რატომ არ უნდა მინდოდეს?!“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics