02:55 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-18 12:53:37, 1769 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის ვაქცინების ბაზარზე 2021 წლის ბოლოსთვის შესაძლოა კიდევ ერთი, ფრანგული წარმოების „სანოფი“ გამოჩნდეს

კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინების ბაზარზე 2021 წლის ბოლოსთვის შესაძლოა კიდევ ერთი ვაქცინა გამოჩნდეს.

„ევრონიუსი“ წერს, რომ საუბარია ფრანგული ლაბორატორიის მიერ, ბრიტანულ კომპანიასთან თანამშრომლობით შემუშავებულ პრეპარატ „სანოფიზე“.

კლინიკური კვლევის მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო „სანოფის“ ვაქცინამ ცდის მეორე ფაზაზე დადებითი შედეგები აჩვენა: რეკომბინანტული ცილის ვაქცინამ ანტისხეულები 95-100%-ში, ბოლო დოზის მიღებიდან გამოიმუშავა.

„ევრონიუსი“ წერს, რომ მანამ, სანამ ვაქინა ევროპის წამლის სააგენტოსგან მიიღებს გამოყენების ნებართვას, „სანოფი“ ჩაატარებს დასკვნით, მესამე გამოსაცდელ ეტაპს, რომელშიც მონაწილეობას 35 000 მოხალისე ადამიანი მიიღებს. კერძოდ, ეს საშუალებას მისცემს მკვლევრებს, რომ შეისწავლონ ვაქცინის გავლენის ეფექტურობა კორონავირუსის გარკვეულ შტამებზე.

იმ შემთხვევაში, თუ „სანოფი“ კვლევის მესამე ეტაპს წარმატებით დაასრულებს, მას ევროპის წამლების სააგენტო „მწვანე შუქს“ აუნთებს და მისი გამოყენება დაშვებული იქნება, ისევე როგორც „ფაიზერის“, „მოდერნას“ თუ „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების. აღნიშნული ვაქცინის შესაძენად მზადყოფნას გამოთქვამენ ევროკავშირი, აშშ, კანადა და დიდი ბრიტანეთი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics