|
2021-05-17 20:52:15, 667 ნახვა
კომენტარი
აზერბაიჯანის საელჩო - არ აყვეთ პროვოკაციებს, გამოიჩინეთ თავშეკავებულობა და პასუხისმგებლობა
„არ აყვეთ პროვოკაციებს, გამოიჩინეთ თავშეკავებულობა და პასუხისმგებლობა“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ინციდენტი სამართლებრივ დონეზე უნდა შეფასდეს და დამნაშავეები, ინდივიდუალურად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა დაისაჯონ. „2021 წლის 16 მაისს აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში სწრაფი რეაგირება მოახდინა დმანისის ქალაქში აზერბაიჯანელების კუთვნილ მაღაზიაზე ომარი მომხდარ თავდასხმაზე. საელჩოს წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ, შეისწავლეს სიტუაციას და ადგილობრივი სამართალდამცავ ორგანოებსა და ხელისუფლებას დაუკავშირდნენ. ინციდენტთან მიმართებით, კანონთან შესაბამისი ზომები ტარდება. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევის პოლიტიზირება და მისი დახასიათება, როგორც ეთნიკური ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება, არ შეესაბამება საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას. საელჩო თავის თანამემამულეებს მოუწოდებს არ აყვნენ პროვოკაციებს, გამოიჩინონ თავშეკავებულობა და პასუხისმგებლობა. ინციდენტი სამართლებრივ დონეზე უნდა შეფასდეს და დამნაშავეები, ინდივიდუალურად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა დაისაჯონ. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ამ მოვლენასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო უარყოფითი შედეგი, საელჩო მუმდივ კონტაქტზე იქნება საქართველოს შესაბამის ორგანოებთან. ძვირფასო თანამემამულეებო. თქვენ ყოველთვის იყავით აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ნათელი მაგალითი. საელჩო ყოველთვის მზადა არის დასახმარებლად ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებაში და თქვენი სიბრძნისადმი ნდობას გამოხატავს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)