08:45 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-17 18:11:36, 463 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი: მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი პროექტი ქვეყანას პანდემიურ პერიოდში ეკონომიკური აღდგენის პროცესის დაჩქარებაში დაეხმარება

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი პროექტი ქვეყანას პანდემიურ და განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური აღდგენის პროცესის დაჩქარებაში დაეხმარება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს მსოფლიო ბანკთან შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ.  

მისი თქმით, მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 85 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი ქვეყანას საშუალებას მისცემს გაგრძელდეს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარება.

„თანხა, რომელზეც ხელი ახლახან მოვაწერეთ, ძირითადად, ორი მიმართულებით დაიხარჯება. პირველი ითვალისწინებს „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში დამატებითი დაფინანსების გამოყოფას საშუალო და მცირე ზომის საწარმოებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს ექნებათ შესაძლებლობა, გაუჩნდეთ წვდომა დამატებით ფინანსურ რესურსებზე.  პროექტს ზედამხედველობას გაუწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. მეორე მიმართულებას ეროვნული ბანკი განახორციელებს. სებ-ი უზრუნველყოფს სწრაფი გადახდის სისტემების პროექტის საქართველოში დანერგვას. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია, რაც განსაკუთრებით, პანდემიის პერიოდმაც გამოაჩინა. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, ეროვნული ბანკისთვის 85 მლნ ევროდან 6 მლნ ევროა გამოყოფილი", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს მხარდაჭერისთვის.

„საქართველოს სახელით, მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დონორი ორგანიზაციაა და  რომელთან ერთადაც ბევრი წარმატებული პროექტი გვაქვს განხორციელებული. აღნიშნული შეთანხმებაც, რომელსაც დღეს მოვაწერეთ ხელი, იქნება კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ქვეყანას დაეხმარება პანდემიურ და განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში, ეკონომიკური აღდგენის პროცესის დაჩქარებაში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ რთულ პერიოდში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა ქვეყანას საშუალებას აძლევს სწრაფად აღადგინოს ეკონომიკური აქტივობა, რაც შემდგომ აისახება ეკონომიკურ ზრდაზე, დასაქმებასა და სხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics