20:41 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-17 17:59:58, 585 ნახვა

რეგიონი
ახალი საბავშო ბაღი სოფელ გრაკალს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გრაკალში საბავშო ბაღის მშენებლობა დასრულების პროცესშია. სკოლამდელი დაწესებულება აღსაზრდელთა ერთ ჯგუფზე აშენდა, აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, იღჭურვება საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, მწვანდება ეზო, საბავშო მოედანზე კი გასართობი საშუალებები მოეწყობა.

სოფლის საბავშვო ბაღი დღემდე ნაქირავებ შენობაშია განთავსებული და ბავშვებისთვის საჭირო პირობებს ვერ აკმაყოფილებს. ახლის მშენებლობა კი დროული და მნიშვნელოვანია.

სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ხარისხი 2“ ახორციელებს მისი ღირებულება 474 896 ლარია და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

სკოლამდელ დაწესებულებებში სათანადო პირობების შექმნა მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტია. ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მალე დასრულდება სოფელ იგოეთსა და სადგურ მეტეხის დასახლებაშიც. საბავშვო ბაღების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს სოფელ რენესა და ქვემოჭალაში. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კეთილმოწყობის პროცესი გაგრძელდება, რათა ყველა პატარას ქონდეს ლამაზ გარემოში ყოფნის შესაძლებლობა - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

#გაიგერაკეთდებაშენსსოფელში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics