04:57 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-17 13:57:37, 1015 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა ზუგდიდის გადამდგარ მერს - რაც არ გერგება, არ შეგერგება

ოპოზიციონერი გიგი უგულავა ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას მიერ თანამდებობის დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ბევრი წვალების, სიყალბის, ძალადობის, ადამიანებე თავზე გადავლის და დანაშაულის შედეგად არჩეული ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია გადამდგარა. ის ისედაც რიგგარეშე არჩევნებზე შეირჩა, როცა სანდრა რულოვსი "დაამარცხა". გადადგა, როცა ვადა ისედაც 4 თვეში ეწურებოდა. ჩემი დაკვირვებით ოცნების ზუგდიდის ამალაში ის კიდევ ბევრს სჯობდა. ასეთ პოლიტიკურ ვითარებაში ვერ ვიმუშავებო- გვამცნო მან. არადა სხვების დევნაზე არასდროს ხმა არ ამოუღია. როგორც სჩანს ოცნებამ სრული ჯოჯოხეთი მოაწყო პარტიის შიგნით. შენგელიას კი ერთს ვეტყოდი - რაც არ გერგება არ შეგერგება“, - წერს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics