17:33 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-15 17:08:31, 942 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება

ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი უკვე 17 მაისიდან მიიღებს პირველ რეისს საუდის არაბეთიდან. ავიაკომპანია Flynas-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას განაახლებს და თბილისთან ერთად, საქართველოში საუდის არაბეთიდან ტურისტებს ბათუმშიც ჩამოიყვანს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის განცხადებით ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება, რაც ქვეყანაში ტურიზმის და ეკონომიკის თანმიმდევრული აღდგენის წინაპირობას წარმოადგენს.

„ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება. ჩვენ  მთავარ ამოცანას წარმოადგენს, რომ ტურისტებს შევთავაზოთ მაქსიმალურად უსაფრთხო ქალაქი, რეგიონი და ვაქცინაციასთან ერთად შევძლოთ, ტურიზმის და ზოგადად, ეკონომიკის თანმიმდევრული, თუმცა სწრაფი აღდგენა.

ამავე დროს, რეისების ჩამონათვალს ძალიან მალე დაემატება რეისები ვარშავიდან და საუდის არაბეთიდან და იმ  მიზნობრივი ქვეყნებიდან, საიდანაც ტრადიციულად ასეულობით ათას ტურისტს ვმასპინძლობთ“, -აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ივნისიდან ბათუმში რეგულარულ ფრენებს შეასრულებენ ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი ვარშავა - ბათუმი - ვარშავის და ავიაკომპანია Ukraine International Airlines კიევი - ბათუმი - კიევის მიმართულებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics