|
2021-05-13 23:51:03, 843 ნახვა
კომენტარი
თავდაცვის მინისტრი - თანამედროვე ჰიბრიდული გამოწვევების გასამკლავებლად დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება აქტიურად მიმდინარეობს
თანამედროვე ჰიბრიდული გამოწვევების გასამკლავებლად დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება აქტიურად მიმდინარეობს - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფარგლებში საუბრისას განაცხადა. მინისტრმა საქართველოსა და ნატოს მჭიდრო ურთიერთობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ წელსვე ნატოს მხარდაჭერით კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის მშენებლობა დასრულდება. „თანამედროვე ჰიბრიდული გამოწვევების გასამკლავებლად მიმდინარეობს დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება. როგორც იცით, საქართველო უკვე არის ნატოს მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნული პლატფორმის მეორე ნატოს არაწევრი ქვეყანა. ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, უკვე მიმდინარეობს კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის მშენებლობა, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება. აქტიურად გრძელდება სადაზვერვო შესაძლებლობებისა და ტექნოლოგიების დანერგვა. ასევე, ნატოს შტაბ-ბინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფის მიზნით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარეობს მუშაობა. სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარების მიზნით გრძელდება თანამედროვე ტექნიკითა და აღჭურვილობით დაკომპლექტების პროცესი“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)