09:09 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-13 15:17:41, 633 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - ვთვლი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

დღევანდელი მოცემულობით, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შევიდეს პარლამენტში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი მოცემულობით ქვეყანაში აღარ არის ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც ბიძინა ივანიშვიოლთან ბრძოლაში მათი მთავარი ბერკეტი იყო.

„არ არის გამორიცხული, რომ პარლამენტს გარეთ მყოფმა პარტიებმაც სერიოზულად იმუშაოს და მოიპოვოს სერიოზული მხარდაჭერა. ამ მოცემულობაში, რომელიც დღეს შეიქმნა ქვეყანაში იმის შემდეგ, როდესაც გაფორმდა გარკვეულ პარტიებთან შარლ მიშელის მიერ შეთანხმების დოკუმენტი, დღევანდელი მოცემულობით აღარ გვაქვს ერთპარტიული პარლამენტი, რომელსაც ვამბობდით, რომ ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი ის იყო ამ ბრძოლაში, რომ ივანიშვილს ჰყავდა ერთპარტიული პარლამენტი და ეს მოცემულობა აღარ არის, მე ვთვლი, რომ დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის შესახებ. ეს ჩემი პირადი პოზიციაა.

რაც შეეხება თვითონ ამ გადაწყვეტილების მიღების ფორმას, ამაზე პარტიაში სხვადასხვა ვერსიები არსებობს. ერთ-ერთი ვერსიაა, როგორც ნიკა მელია იქნა არჩეული პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ამ მეთოდით იქნას გადაწყვეტილება მიღებული. ასევე არის ვერსია, რომ პოლიტსაბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება, არის ვერსია, რომ პოლიტსაბჭოს გაფართოებულმა შემადგენლობამ მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics