|
2021-05-12 02:31:55, 605 ნახვა
მსოფლიო
ლოდში ბროლის ღამეა - ნეთანიაჰუს განკარგულებით ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განკარგულებით, ებრაულ-არაბულ ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქალაქ ლოდში არაბთა ჯგუფები მაღაზიებს არბევენ და მანქანებს წვავენ. გავრცელებული ინფორმაციით, ლოდში არაბთა ჯგუფებმა სამ სინაგოგას წაუკიდეს ცეცხლი და ათობით ავტომობილი დაწვეს. ლოდის მერმა იაირ რევივომ პრემიერმინისტრს ქალაქში საგანგებო მდგომარეობის და გამოცხადება და თავდაცვის ძალების გაგზავნა სთხოვა. "ლოდში ბროლის ღამეა" – თქვა რევივომ. მერმა 1938 წელს ნაცისტურ გერმანიაში ებრალებზე პოგრომი გაიხსენა. "მოვუწოდე პრემიერმინისტრს ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებინა, ისრაელის თავდაცვის ძალები გამოეგზავნა, კომენდატის საათი შემოეღო, სიწყნარე აღედგინა" – თქვა ქალაქის მერმა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, 1966 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ებრაულ-არაბულ ქალაქში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)