2021-05-11 17:02:34, 701 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 3.4271 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.4174 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0097 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 4.1656 ლარი იქნება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 4.1590 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0066 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,