20:43 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-11 15:54:33, 783 ნახვა

რეგიონი
ბოლნისის მერმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოდგილემ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოდგილე ზვიად ჭუნაშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.

ქალაქ ბოლნისში ფარნავაზ მეფისა და რუსთაველის ქუჩებზე ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილის დაგება მიმდინარეობს, ქუჩებზე ასევე ღობეებისა და ჭიშკრების რეაბილიტაციაც განხორციელდება.

 ქვაფენილის დაგება, ღობეებისა და ჭიშკრების რეაბილიტაცია მიმდინარეობს მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩებზეც.

ზვიად ჭუნაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ბუბა გობეჯიშვილმა, მონიტორინგის ფარგლებში, ასევე სოფელ ბალიჭში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულეს. სოფელში ასფალტის გზის მოწყობა მიმდინარეობს.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, სამუშაოების სრული ღირებულება 2 398 086 ლარს შეადგენს.

2021 წელს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტში 4 385 353  ლარის ღირებულების 8 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება,  პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით შესრულდება, მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა აღნიშნულ პროექტებში 247 647 ლარია.

“მოგეხსენებათ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გახლავთ როგორც უშუალოდ ქალაქში, ასევე  სოფლად. დღეს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან ერთად მოვინახულე ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. წელს აღნიშნული ფონდი 8 პროექტს აფინანსებს, რისთვისაც 4 მილიონ 400 ათას ლარამდე დაიხარჯება. ამას გარდა, წელსვე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics