09:53 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-11 11:41:52, 705 ნახვა

პოლიტიკა
გორის მერის ორი მოადგილე თანამდებობას ტოვებს და გიორგი გახარიას გუნდს უერთდება

გორის მერის ორმა მოადგილემ, პაატა ივანიშვილმა და ერასტი ელიჯარაშვილმა თანამდებობები დატოვეს, - ამის შესახებ მათ საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთეს. 

როგორც ისინი აღნიშნავენ, მათ პოსტების დატოვება აიძულეს.

მათივე განცხადებით, ისინი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდებიან.

„გაცნობებთ, რომ პრიდაპირ გვთხოვენ თანამდებობის დატოვებას. თანამდებობა ჩვენი თვითმიზანი არაა და არც გამოვეკიდებით მას, ჩვენ ვტოვებთ თანამდებობას. მმართველ პარტიას მინდა ვუთხრა, ხელი არ დააკარონ მერიის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს რომელთა სიაც აქვთ და აპირებენ მათ გაშვებას. გორელებს, გორს დავეხმარებით გიორგი გახარიას გუნდთან ერთად, ვემზადებით თვითმართველობის არჩევნებისთვის“, - განაცხადა ერასტი ელიჯარაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics