00:01 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-10 19:41:45, 1425 ნახვა

მსოფლიო
ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით ორ დღეში 5 რაკეტა ისროლეს

დაჯგუფება ჰამასის კონტროლირებადი ტერიტორიიდან, ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით ორ დღეში 5 რაკეტა ისროლეს.

როგორც ცნობილია, ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით 2 რაკეტა 9 მაისს ღამის საათებში ისროლეს. ასევე ორჯერ გახსნეს საარტილერიო ცეცხლიც. რეკეტების გაშვების გამო საგანგებო ვითარება გამოცხადდა ქალაქ აშქელონში.

საჰაერო თავდაცვის სისტემამ Iron Dome-მა ერთი რაკეტა ჰაერშივე გაანადგურა, მეორე კი დაუსახლებელ პუნქტში დაეცა.

მეორე თავდასხმა 10 მაისს დილით განხორციელდა, დაჯგუფება ჰამასის კონტროლირებადი ტერიტორიიდან კიდევ 3 რაკეტა ისროლეს. ამჯერად საგანგებო მდგომარეობა ქალაქ სდეროთში გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, კი Iron Dome-მა ერთი რაკეთა ჰაერშივე გაანეიტრალა, დანარჩენ საბრძოლო რაკეტებსა და ზარალზე ინფორმაცია არ ვრცელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics