04:35 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-09 12:25:26, 738 ნახვა

პოლიტიკა
კახა კუჭავა - ნიკა მელიამ პარლამენტში საკუთარი ადგილი უნდა დაიკავოს და გააგრძელოს საქმიანობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა აცხადებს, რომ ნიკა მელიამ პარლამენტში საკუთარი ადგილი უნდა დაიკავოს და გააგრძელოს საქმიანობა.

მისივე თქმით, მელია პოლიტპატიმარი არ არის და ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდა ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.

„ნიკა მელია, როდესაც საპატიმროს დატოვებს  აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი და გააგრძელოს საქმიანობა. ის, რა თქმა უნდა, არ არის პოლიტპატიმარი.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, ამიტომ ჯერ ვერავისზე ვიტყვით, ვინმე არის თუ არა დამნაშავე. საუბარია გირაოზე, ხოლო გირაო დადგა იმ კონკრეტული ფაქტის შემდეგ, რაც განხორციელდა საჯაროდ, საზოგადოების წინაშე, პირდაპირ ეთერებში და ამან გამოიწვია შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ჩემი აზრით, ძალიან დიდი და წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირის მხრიდან და უნდა მივიღოთ ეს ნიშნად, რომ მათ სურთ საქართველოში ახლა საბოლოოდ დასრულდეს პოლარიზება, დაწყნარდეს სიტუაცია დაუბრუნდეს ყველა თავის ადგილს და პარლამენტში გააგძელოს მუშაობა“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics