10:35 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-09 12:05:46, 467 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - ევროპამ გვაჩვენა, რომ მისთვის საქართველოს დემოკრატიულობა ცარიელი სიტყვები კი არა, რეალური მიზანი და ამოცანა ყოფილა

ევროპამ ახლახან გვაჩვენა, რომ მისთვის საქართველოს სტაბილურობა, დემოკრატიულობა და წინსვლა თურმე ცარიელი სიტყვები კი არა, რეალური მიზანი და ამოცანა ყოფილა, - ამის შესახებ საქართველო სპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის დღესთან დაკავშირებით აცხადებს.

„მთელს ევროპაში ევროპის დღე ევროპელ ხალხთა და ევროპის ქვეყნების ერთიანობის დღედ აღინიშნება. იგი ეფუძნება ევროპულ კულტურისა და ისტორიის შემქმნელ ფასეულობებს. ევროპის ისტორია გვაჩვენებს, რომ ყოველივე დიდ გამოწვევას, ომსა თუ ტრაგედიას მოყვება ახალი შესაძლებლობები, ახალი სიმტკიცე, ახალი ენერგია. ჩვენც ამ მშვიდობიანი მომავლის იმედს ვიზიარებთ დღეს და ყოველივე 9 მაისს.

ევროპამ ახლახან გვაჩვენა, რომ მისთვისაც საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირეა, მისთვის საქართველოს სტაბილურობა, დემოკრატიულობა და წინსვლა თურმე ცარიელი სიტყვები კი არა და რეალური მიზანი და ამოცანა ყოფილა და ამის ნიშნად ყოფნის ევროპის უმაღლესი ხელმძღვანელობის ჩართულობა ჩვენი პოლიტიკური კრიზისის გადასალახავად.

ევროპა გვერდში დაგვიდგა. ჩვენი ევროპისკენ მიმავალი გზა არც ადვილი, არც ერთგვაროვანია, თუმცა ჩვენ, ანუ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ვიცით, რომ ეს ჩვენი წინსვლის რეალური გზაა. ამ დღეს ვულოცავ ყველა ჩვენს ევროპელ პარტნიორს, ევროპელ ჩვენს მეგობრებს, ევროპაში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. ეს დღე ჩვენი ერთობლივი დღესასწაულია. გილოცავთ!“,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics