10:33 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-08 13:13:21, 609 ნახვა

პოლიტიკა
სერგო ჩიხლაძე - თბილისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი არ უნდა იყოს „ნაცმოძრაობასთან“ აფილირებული

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი არ უნდა იყოს აფილირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

როგორც მან აღნიშნა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი „ქართულ ოცნებასთან“ პირისპირ რჩება, ყოველთვის მარცხდება.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ფიქრობს, რომ უნდა იყოს მძლავრი ოპოზიციური კანდიდატი, უნდა იყოს მძლავრი ე.წ. მესამე ოპოზიციური ცენტრის კანდიდატი, რომელიც პირდაპირ აფილირებული არ იქნება „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რადგან ჩვენ ეს სცენარი უკვე ვიცით. როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, რაც არ უნდა ბევრი სხვა პარტიის მიერ მხარდაჭერილი იყოს, რჩება პირისპირ „ქართულ ოცნებასთან“, ის ყოველთვის მარცხდება. ეს არის განვლილი რვა წლის გამოცდილება. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ მძლავრ ალტერნატიულ კანდიდატზე. ეს შეიძლება არ იყოს პირდაპირ „სტრატეგია აღმაშენებლის“ კანდიდატი, მაგრამ ასეთი კონსულტაციები გვაქვს და ჩვენ მხარს დავუჭერთ მსგავს კანდიდატს, ალტერნატიულ მესამე ცენტრის კანდიდატს“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics