10:30 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-07 15:56:06, 693 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით „ბასკინ რობინსი“ გაიხსნა

ბნელ 90-იანებში, როგორც ამ წლებს ხშირად ვუწოდებთ, ბასკინ რობინსი იყო ბრენდი, რომელმაც მომხმარებელს თავი ნათელი ფერებით, მაღალი ხარისხის და ყველასთვის საყვარელი გემოებით დაამახსოვრა.

თითქმის 30 წლის შემდეგ, ბასკინ რობინსი საქართველოში ბრუნდება და 4 ახალი ობიექტითა და ამბიციური გეგმებით, პირველი ფილიალი განახლებული ჭავჭავაძის გამზირის #17-ში ხსნის.

თავის მხრივ, თიბისი ლიზინგმა, როგორც აქტიურმა დაფინანსების ინსტრუმენტმა ბიზნესებისთვის, ბასკინ რობინსს საქმიანობისთვის საჭირო დანადგარები, კერძოდ სპეციალური მაცივრები დაუფინანსა.

მოგეხსენებათ ახალი ბიზნესის დაწყება და შემდგომ მისი განვითარება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ქართულ ბიზნესს ნებისმიერ ეტაპზე - დავუფინანსოთ საჭირო დანადგარები და ამით გამოვუთავისუფლოთ ფულადი რესურსი, რომელსაც საქმიანობის განვითარებისკენ მიმართავენ. გვიხარია რომ საქართველოს ბაზარზე ასეთი წარმატებული და ხარისხიანი ბრენდის შემოსვლის მონაწილენი გავხდით და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ყველა მსგავს წამოწყებას.

თეკლა რობაქიძე, თიბისი ლიზინგის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის უფროსი

თიბისი ლიზინგი აფინანსებს ტექნიკას, მანქანა-დანადგარებს, ტრანსპორტსა და უძრავ ქონებას სხვადასხვა ბიზნესსექტორისთვის, მათ შორის, წარმოებისა და კვების ობიექტებისთვის.

ბასკინ რობინსის წარმომადგენლის ციტატა - ლევან გოგავა, ბასკინ რობინს საქართველოს თანადამფუძნებელი

„მოხარულები ვართ რომ მაისის თვიდან გვაქვს შესაძლებლობა მომხმარებლები გავანებივროთ უმაღლესი ხარისხის ნაყინებით, რაც ვფიქრობდით რომ ძალიან აკლდა ქართულ ბაზარს. რეალურად პრემიალური ხარისხის ნაყინის შეძენა საქართველოში ფაქტიურად შეუძლებელი იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ამერიკული ბრენდი შემოგვეყვანა, რაც თავისთავად არ აღმოჩნდა მარტივი და ამისათვის საკმაოდ ვრცელი და საინტერესო გზა გავიარეთ. აქვე მინდა ავღნიშნო "თი ბი სი" ლიზინგის ფაქტორი აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი, იმისათვის რომ პროექტი წარმატებით გაგვეხორციელებინა. მათი მხრიდან შემოთავაზებული პირობები აღმოჩნდა მისაღები და საკმაოდ მცირე დორში შევძელით შეთანხმება."

ბასკინ რობინსი თბილისის მასშტაბით მხოლოდ მაისის თვეში კიდევ სამ ფილიალს გახსნის, კერძოდ: სითი მოლში , თბილისი გალერიასა და ისთ ფოინთში. სამომავლოდ, კომპანიის გუნდი გეგმავს საქართველოს მასშტაბით მინიმუმ 20 ობიექტის გახსნას თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში. ეს ნიშნავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მომხმარებლისთვის ფართო ასორტიმენტის შეთავაზებას.

ამერიკული ბრენდი "ბასკინ რობინსი"1945 წელს, კალიფორნიაში, ბურტ ბასკინისა და ირვ რობინსის მიერ დაარსდა. კომპანია ნაყინების ინდუსტრიაში, მსოფლიოში ყველაზე დიდ ქსელს წარმოადგენს და დღეისათვის, მსოფლიო მასშტაბით, 8000 კაფეს მოიცავს. ბრენდი ოპერირებს 50 ქვეყანაში, მათ შორის, უკვე საქართველოში.

 თავდაპირველად ბასკინ რობინსი 31 სახეობის ნაყინს სთავაზობდა მომხმარებელს, რაც მათ ლოგოშიც აისახებოდა. რიცხვი „31" აღნიშნავდა შესაძლებლობას, მომხმარებელს თვის განმავლობაში, ყოველ დღე, ახალი გემო გაესინჯა.

დღეს კომპანიაში უკვე 1300-მდე სახეობის ნაყინი იწარმოება, მათ შორის ვეგანური. აღსანიშნავია, რომ „ბასკინ რობინსის" ნაყინები არ შეიცავს გლუტენს, პროდუქცია მზადდება ნამდვილი ნაღებისგან და არის პრემიუმ ხარისხის ნაწარმი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics