10:34 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-07 13:59:34, 697 ნახვა

პოლიტიკა
სერგო ჩიხლაძე აკაკი მინაშვილზე - „წვრილმანი ჟულიკები“ და ხულიგნები თავის პარტიაში მოიკითხოს

„წვრილმანი ჟულიკები“ და ხულიგნები თავის პარტიაში მოიკითხოს ბატონმა აკაკი მინაშვილმა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებას.

მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესში „ნაციონალურ მოძრაობას“ ამნისტიასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ გაუწევია.

„წვრილმანი ჟულიკები“ და ხულიგნები თავის პარტიაში მოიკითხოს ბატონმა აკაკი მინაშვილმა. ბატონ მინაშვილის გარდა მოლაპარაკებებზე 10-11 სხვა ადამიანი იყო და ყველა ერთხმად ამბობს იმას, რასაც გიორგი ვაშაძე და ჩვენც ვამბობთ. მეც ვიყავი ზოგიერთ მოლაპარაკებაზე, როცა ბატონი გიორგი არ იყო. შესაბამისად, მეც ვადასტურებ, რომ ამნისტიასთან დაკავშირებით არანაირი მათი მოსაზრება, წინააღმდეგობა, მოლაპარაკების მაგიდასთან, არც დანიელსონი როცა ატარებდა ამას, არც შარლ მიშელის დროს, არ ჰქონიათ“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობს“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, გიორგი ვაშაძის მხრიდან უღირსი ჟულიკობა იყო, როდესაც აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამნისტიასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ გაუწევია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics