2021-05-06 12:45:44, 1855 ნახვა
ომი უკრაინაში
6 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 51 600 პირია აცრილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 6 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 51 600 პირია აცრილი.
NCDC-ის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, გასულ დღე-ღამეში 3 651 პირმა ჩაიტარა. სრულად ვაქცინირებულია 7 873 ადამიანი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად მსურველები საიტ booking.moh.gov.ge-ს უნდა ეწვიონ ან დარეკონ ნომერზე 1522.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინით, კერძოდ, AstraZeneca-თი და Pfizer-ით აცრაა შესაძლებელი. კორონავირუსის საწინააღმდეგო აღნიშნული ვაქცინებით აცრა, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომდგენლებს, ასევე 55-წელს ზემოთ მყოფ პირებსაც შეუძლიათ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან