|
2021-05-05 11:57:15, 1033 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური - თუ ამნისტია ნიკა მელიას უნდა შეეხოს, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არა?!
ყველაზე მძიმე მუხლი ბატონ ნიკა მელიას აქვს მიყენებული, თუ ბატონ ნიკა მელიას უნდა შეეხოს ეს ამნისტია, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს? - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ამნისტიის შესახებ “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კანონპროექტი სამართლიანია. „მე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი ამნისტიებს ალბათ, წინააღმდეგობას გავუწევდი. ასე ვთქვათ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მთელი ევროპის პოლიტიკოსები იყვნენ ჩართული, მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა, აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ უნდა მიეღოთ ეს ამნისტია. მე არ ვთვლი, რომ უსამართლოა, რომ პოლიციელებსაც ეხებათ, რა თქმა უნდა, არა იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ და აქედან გამომდინარე, პოლიციელებს ვიცავ. მაშინ ასე შევხედოთ, ყველაზე მძიმე მუხლი ბატონ ნიკა მელიას აქვს მიყენებული, თუ ბატონ ნიკა მელიას უნდა შეეხოს ეს ამნისტია, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს, კითხვას ვსვამ, ეს ხომ უსამართლობა იქნებოდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)