2021-05-04 22:28:55, 1645 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 211 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება.
ოკუპირებულ აფხაზეთში ხუთი კოვიდცენტრი მუშაობს, სადაც 116 პაციენტი მკურნალობს, აქედან 31-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 14 666 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან გარდაიცვალა 222, ხოლო გამოჯანმრთელდა 13 660 პაციენტი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,