11:18 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-04 14:36:35, 738 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - ნიკა მელია საკუთარი გუნდისა და ბელადის მსხვერპლია, თითქოს რაღაც ცოტნე დადიანობას თამაშობდა

სამწუხაროა, რომ მელია კიდევ ერთხელ გაება თავისი გუნდისა და ბელადის მიერ დაგებულ ხაფანგში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია ცდილობს სახე შეინარჩუნოს და ისევ ვაჭრობა დაიწყო.

„ნიკა მელია საკუთარი გუნდისა და ბელადის მსხვერპლია. თითქოს რაღაც ცოტნე დადიანობას თამაშობდა. ამ ახალგაზრდას ძალიან ვგულშემატკივრობ, რადგან პარტიაში რებრენდინგი დაიწყო. ჩემთვის პარტიაში მის მიერ მიყვანილ ახალგაზრდებთან დებატები უფრო საინტერესოა, ვიდრე მაგალითად, გუბაზასთან, ბარამიძესთან და სხვა ოდიოზურ ფიგურებთან. ეს მას არ ეპატია და ახლა თავის სიტყვებსა და პრინციპებში გაიჭედა.

დღეს კიდევ მოვისმინეთ მორიგი მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. დათანხმდეს იმ გირაოს და ხვალვე გამოვა! ახლა უბრალოდ ცდილობს სახე შეინარჩუნოს და ისევ ვაჭრობა დაიწყო. მგონია, რომ ეს ადამიანი გაწირა თავისმა პარტიამ. უფრო მეტიც, თავისი ბელადი იქედან კარნახობს, რომ გამოდი და მოაწერე ხელი ამნისტიას. მას მოუწევს პარლამენტში შემოსვლა. სამწუხაროა, რომ მელია კიდევ ერთხელ გაება თავისი გუნდისა და ბელადის მიერ დაგებულ ხაფანგში და ეს თავის თავს დააბრალოს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics