11:41 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-04 13:59:13, 864 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავას განცხადებით, კომპანიებს, რომელთა პერსონალიც ვაქცინირებული იქნება, კოვიდუსაფრთხო სტატუსი მიენიჭება

პრემიერ-მინისტრის დავალებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტურისტული ინდუსტრია ვაქცინაციის კონტექსტში პრიორიტეტული ჯგუფი იქნება, რადგან  ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოვახდინოთ ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა, მისი მარკეტინგული მხარდაჭერა საერთაშორისო პლატფორმაზე, რათა სრულიად მსოფლიომ შეიტყოს, რომ საქართველოს ტურისტული ინდუსტრია კოვიდ-უსაფრთხოა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება, რომელიც ძალიან სწრაფად აღგვადგენინებს ეკონომიკას. აქედან გამომდინარე, სამინისტროს სისტემაში შემავალი ტურიზმის ადმინისტრაცია იმუშავებს სხვადასხვა ასოციაციასთან - ესენია ტურისტული ასოციაციები, რესტორატორთა ასოციაცია, სასტუმროების ასოციაციები.

„ვიმუშავებთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შესაბამისი  სიები სხვადასხვა რესტორნის, სასტუმროს, ტუროპერატორი კომპანიების თანამშრომლების და მოხდება მათი, რასაკვირველია, ნებაყოფლობითი, მაგრამ ორგანიზებული ვაქცინაცია, რაშიც შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროც დაგვეხმარება. შედეგად ის ორგანიზაციები, კომპანიები, სადაც დასაქმებული პერსონალის უდიდესი უმრავლესობა ჯანდაცვის სამინისტროს დაწესებული წესების დაცვით იქნება ვაქცინირებული და ჩაითვლება კოვიდ-უსაფრთხო სასტუმროდ, რესტორნად, კოვიდ-უსაფრთხო კომპანიად, ყველა ჩვენს საერთაშორისო პლატფორმაზე, ჩვენს ხელთ არსებული ყველა მარკეტინგული შესაძლებლობით გავუწევთ მათ პრომოუშენს და მთელი მსოფლიო შეიტყობს, რომ საქართველოში ესა თუ ის სასტუმრო თუ რესტორანი კოვიდ-უსაფრთხოა", - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

მისი თქმით,  ეს ძალიან დაგვეხმარება, რომ სწრაფად აღდგეს ტურისტული ინდუსტრია.

„იცით, რომ პრაქტიკულად, ყოველკვირეულად გვემატება ახალი ფრენები, ავიაკომპანიები აღადგენენ და საერთაშორისო ფრენების ახალ მიმართულებებსაც აცხადებენ და ახლა მთავარი, მნიშვნელოვანი კომპონენტის არის უსაფრთხო მასპინძლობა და ამ გადაწყვეტილებით ჩვენ უსაფრთხო მასპინძელი ქვეყნის სტატუსს პრაქტიკაში გავატარებთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით,  ვაქცინაციის პროცესს ტურიზმში აქვს ორმაგად დიდი დატვირთვა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა ინფორმაცია იქნება გავრცელებული საერთაშორისო ვიზიტორებს შორის ამა თუ იმ რესტორანზე, სასტუმროზე და სხვადასხვა ტურისტულ კომპანიაზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics