2021-05-04 10:53:52, 1960 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა.
აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე, ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 4 183-ს შეადგენს.
ამასთანავე, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 788 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა,. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 313 742-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 206 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 295 458 მდე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,