|
2021-05-03 14:47:19, 1401 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის მიზანი ევროპაში განხეთქილება და უნდობლობის დათესვაა
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ვერა იუროვას განცხადებით, რუსეთის რეჟიმის მიზანი ევროპაში განეთქილება და უნდობლობის დათესვაა. ამის შესახებ მან გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ახლა უკვე საკმარისი მტკიცებულებები არსებობს, რათა ყველამ გააცნობიეროს, რომ პუტინის რუსეთი არ არის სტანდარტული საერთაშორისო პარტნიორი. ჩვენ უნდა ვიყოთ სისტემატიურები და მტკიცეები. არ ვფიქრობ, რომ კრემლის ამჟამინდელი რეჟიმი გაიგებს დიპლომატიის ენას, სანამ რუსეთი მნიშვნელოვანი ფინანსური შედეგების წინაშე არ დადგება“, - განაცხადა იუროვამ. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის მთავრობებმა უნდა გააცნობიერონ, რომ „დღევანდელ რუსეთში ყველაფერი უკავშირდება რეჟიმს და არ არსებობს მხოლოდ ეკონომიკური პროექტები“. მისი თქმით, ყველაფერი პოლიტიკურია და ევროკავშირის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს უნდა მოჰყვეს კონკრეტული მოქმედებები, რომლებსაც რეჟიმზე გავლენა ექნება. ცნობისთვის, რუსეთმა გასულ კვირას რამდენიმე ევროპელ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. მათ შორისაა ევროკომისარი ვერა იუროვა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)