|
2021-04-30 11:32:56, 550 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენს საკანონმდებლო პროცესს „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგს ვერ დავუკავშირებთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ მმართელი გუნდი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევათა კანონში შეტანილ ცვლილებებზე. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, უმრავლესობა საკანონმდებლო პროცესს ვერ დაუკავშირებს „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგს. „ჩვენ საკანონმდებლო პროცესს ვერ დავუკავშირებთ ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგს, ამიტომ დეპუტატებს ჰქონდათ ყველანაირი საშუალება, რომ მიეღოთ მონაწილეობა ამ კანონპროექტის განხილვაში, ის დეპუტატები ოპოზიციიდან, ვინც დადიან პარლამენტში, მიიღეს მონაწილეობა და მათი აზრი გათვალისწინებული იქნა. ჩვენ, ჩვენს პარტნიორებს ამასთან დაკავშირებით, მათ შორის, აშშ-საც შესაბამის ინფორმაციას მივაწვდით და ამასთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაცია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. ცნობისთვის, გუშინ, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა გუშინ 72 ხმით მიიღო კანონპროექტი, რომელიც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ ცვლილებებს ითვალისწინებს.
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)