2021-04-30 10:25:41, 2033 ნახვა
ომი უკრაინაში
ინდოეთში კორონავირუსის 386 452 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 498 ადამიანი
ინდოეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის რეკორდული, 386 452 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა კიდევ 3 498 ადამიანი.
აღნიშნულის შესახებ მონაცემებს ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 18,762,976-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 208,330-ს უტოლდება.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი ე.წ. ინდური შტამის გავრცელების შემდეგ ქვეყანაში არსებული საავადმყოფოები ადგილების და ჟანგბადის ნაკლებობას განიცდიან. გარდაცვლილთა რაოდენობა კი, ყოველდღიურად 3 000-ს აჭარბებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,