|
2021-04-29 14:01:16, 405 ნახვა
საზოგადოება
გენადი არველაძემ აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის ინიციატივით გამართულ რეგიონალურ საზღვაო და სარკინიგზო ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ საზღვაო და სარკინიგზო ფორუმის ,,Connecting Eurasia: Smart Ports and Rail Forum" გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო. ვირტუალური ფორუმი ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის და საქართველოში, თურქეთსა და აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩოების თანაორგანიზებით იმართება და მიზნად ისახავს საზღვაო და სარკინიგზო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების განხილვას და აშშ-ის და საერთაშორისო დაფინანსების ინსტრუმენტების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას. „ჩვენ მივესალმებით აშშ - ის კომერციის დეპარტამენტის მხარდაჭერილ ღონისძიებას, რომლის დროსაც განხილული იქნება საქართველოზე, აზერბაიჯანსა და თურქეთზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთაც ეს ქვეყნები ახორციელებენ. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საკუთარი საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს და ამარტივებს რეგულაციებს, რომლებიც მიმართულია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტის საერთაშორისო ცნობადობის ზრდისა და მასში ახალი სატრანზიტო ტვირთების მოზიდვისკენ," - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. გენადი არველაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ციფრული ტექნოლოგიების და გადაწყვეტების როლზე უსაფრთხო, სანდო და ეფექტური სატრანსპორტო ოპერაციების უზრუნველყოფაში. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის და სატრანსპორტო დერეფნის გაციფროვნების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. „აღნიშნულ პროექტს ჩვენ აშშ - ის მთავრობის მხარდაჭერით ვახორციელებთ. ვფიქრობთ, აღნიშნული პროექტი მოიზიდავს საქართველოს პორტებში მეტ გემებს, უშუალოდ საპორტო სერვისების განვითარება კი შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პოსტკოვიდურ პერიოდში", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. გენადი არველაძემ ასევე აღნიშნა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც რეგიონალური მნიშვნელობისაა და ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტების მიმზიდველობის გაზრდას. ამასთან, ხაზი გაესვა ამერიკულ ინვესტიციებს ქვეყანაში სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარებაში. განსაკუთრებული ყურადღება გენადი არველაძემ დაუთმო რეგიონალური თანამშრომლობის და ერთობლივი მოქმედების მნიშვნელობას სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესების და პანდემიის შემდგომი აღდგენის პროცესში. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მზაობას საერთაშორისო ინიციატივებში უფრო აქტიური ჩართულობისათვის, მათ შორის ტრანსატლანტიკური კავშირების განვითარების მიმართულებით. ქართული მხრიდან ფორუმში მონაწილეობას ასევე ღებულებენ საქართველოს რკინიგზის და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები. ამასთან, ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან როგორც სახელმწიფო ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები.
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)