|
2021-04-29 13:02:59, 681 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ამნისტიის შესახებ ოპოზიციის პროექტი ბრალდებულებს „ჩემიანებად და სხვისიანებად“ ყოფს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ამნისტიის შესახებ ოპოზიციის პროექტი, ბრალდებულებს „ჩემიანებად და სხვისიანებად“ ყოფს. როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 20 ივნისის საქმეებზე, უმეტეს შემთხვევაში ბრალი დადასტურებულია, რისი მაგალითიც, ნიკა მელიაა. „ისინი საუბრობენ, რომ დაზარალებულის თანხმობა არის საჭირო, მაგრამ საჭიროა მხოლოდ სამართალდამცველების წინააღმდეგ არებულ საქმეებში აქციის მონაწილეთა მხრიდან თანხმობა, რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, რომელთაც ბრალი ედებათ ძალაობაში, ან უკვე დადასტურებული აქვთ ეს ბრალი, იცით, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს ბრალი დადასტურებულია, მათ შორის ნიკა მელიას შემთხვევაში, აქ დაზარალებულის თანხმობა საჭირო არ არის. ეს არის სეგრეგაცია, დაყოფა დაზარალებულების ჩემიანებად და სხვისიანებად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)