01:01 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-29 11:40:05, 679 ნახვა

სამართალი
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 მაისამდე გადაიდო

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 მაისამე გადაიდო.

როგორც ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, მან მოსთხოვა მოსამართლეს, რომ სასამართლო პროცესი გადაიდოს იქამდე, სანამ ხელისუფლება არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ნიკა მელიას საქმეზე.

„მე პირდაირ დავაფიქსირე სასამართლო პროცესზე, რომ ეს პოლიტიკური მართლმსაჯულებაა, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ აღნიშნული პროცესის გადადება იმ ვადით, რა ვადითაც არის საჭირო, რომ ხელისუფლებამ მისცეს მორიგი დირექტივა სასამართლოს და პროკურატურას. მე ვთხოვე მოსამართლეს იმ ვადით გადაედი პროცესი, რაც სჭირდება ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეზე და მისცენ დირექტივა სასამართლოს“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics