2021-04-29 10:05:49, 2083 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 150 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 150 მილიონს გაააჭარბა, - აღნიშნულ მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი ავრცელებს.
ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 3.1 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 128 მილიონს უახლოვდება.
ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 19.3 მილიონს შეადგენს.
ვირუსით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობით კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, მეორე ადგილზეა ინდოეთი, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილს ბრაზილია და საფრანგეთი იკავებენ. მეხუთე ადგილზე რუსეთია.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან