03:35 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-28 15:37:20, 656 ნახვა

საზოგადოება
ალეკო ელისაშვილი ეკატერინე ტიკარაძეს - რატომ აქვს ასეთი არაადამიანური ფასები წამლებს საქართველოში, რა ხდება?

რატომ აქვს ასეთი არაადამიანური ფასები წამლებს საქართველოში, რა ხდება? ფარმაცევტული კომპანიების რამე შეთქმულებაა?", - ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჯანაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, რომელსაც პარლამენტში უსმენენ.

მისივე თქმით, პენსიონერები ბოლო გროშებსა და კაპიკებს ტოვებენ აფთიაქებში, წნევის წამალი რომ იყიდონ და ისიც არ ჰყოფნით.

„ორი კითხვა მაქვს თქვენთან. რატომ აქვს არაადამიანური ფასები წამლებს საქართველოში? რა ხდება ?შეთქმულებაა რამე ფარმაცევტული კომპანიების მოსახლეობის წინააღმდეგ თუ რა ხდება? მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. ჩეხეთი ევროკავშირის ქვეყანაა, ცხოვრების დონე მაღალია, ფასები ძალიან მაღალია, მაგრამ იქ 1 დოლარი ღირს ანტიბიოტიკი „აუგმენტინი“. ჩვენ ღირს 13-დან 17 ლარამდე, ქსელს გააჩნია. როგორ ხდება ეს ამბავი იქნებ აგვიხსნათ. მაგალითად, ისევ ჩეხეთში. გულის წამალია „სოროასტა“ ღირს 10 ლარის ეკვივალენტი და ჩვენთან ღირს 20 ლარზე მეტი. როგორ ხდება ეს? რას აკეთებს თქვენი უწყება იმისთვის, რომ ასეთი მაღალი ფასები არ ჰქონდეს მედიკამენტებს? ხომ იცით, რომ ჩვენი პენსიონერები ბოლო გროშებს და კაპიკებს ტოვებენ აფთიაქებში. ელემენტარულად წნევის წამალი იყიდონ და ისიც არ ჰყოფნით.

მეორე კითხვა, რომელიც პენსიონერებს შეეხებათ. სოციალური მომსახურების სააგენტომ ხელშეკრულება გააფორმა „ლიბერთი ბანკთან“, ეს ხელშეკრულება ამოიწურა 2019 წელს, მაგრამ თქვენმა უწყებამ ავტომატურად გაუგრძელა კიდევ 2 წლით „ლიბერთი ბანკს“ ხელშეკრულება, ამის საფუძველზე პენსიონერებს ძარცვავს ეს ბანკი. 36% აძლევს სესხებს, როცა იგივე სესხი სამომხმარებლო 15-დან 20%-მდეა სხვა ადამიანებისთვის. მიგაჩნიათ თუ არა ეს საკითხი პრობლემურად და მზად ხართ თუ არა, რომ კონტრაქტი გაწყვიტოთ „ლიბერთი ბანკთან“ ? არ დაელოდოთ კიდევ ერთ წელს, ნუ დაელოდებით პენსიონერების ძარცვას და ახალი ადამიანური პირობებით გამოაცხადოთ ტენდერი, რაც ავტომატურად გამოიწვევს სესხებზე პროცენტზე დაწევას”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics