11:17 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-28 15:06:33, 750 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში წამლის ეროვნული ლაბორატორია შეიქმნება

იქმნება წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც განახორციელებს როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის შესწავლას - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ  პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში განაცხადა. მინისტრის განცხადებით, წამლის ლაბორატორიის შექმნისთვის უკვე მობილიზებულია შესაბამისი ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა.

„ამ დრომდე მედიკამენტების ხარისხის შემოწმებისთვის ჩვენ გვიწევს ევროპის ლაბორატორიებისთვის მიმართვა, რაც მნიშვნელოვანი ბარიერია მედიკამენტების ხარისხის უწყვეტი კონტროლისთვის. წამლის ლაბორატორიის შექმნისთვის უკვე მობილიზებულია შესაბამისი ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა. მედიკამენტების ხარისხი, უსაფრთოხების და ეფექტურობის გარდა,  ფასის რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

ზემოხსენებული კონტროლის პროცესები იქნება მაქსიმალურად ინტენსიური და გამჭვირვალე, რათა საბოლოოდ დასრულდეს კულუარული ლობირება, რომელიც სრულებით  არ ემსახურება ჩვენი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს,“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics