|
2021-04-28 14:54:35, 885 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ნიკა მელიას მიაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ დღეს ერთიანობა შეინარჩუნოს
ნიკა მელიას მიაჩნია, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა რუსთავის პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მელიასთან შეხვედრისას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზებზე ისაუბრეს. „ნიკა მელია არის ძალიან მხნედ, არის ძალიან კმაყოფილი იმით, რომ გუშინ გიორგი რურუა გათავისუფლდა. მას მიაჩნია, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა. ჩვენ მასთან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ვისაუბრეთ, იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ შეთანხმების გამოყენება ყველაზე უფრო პოზიტიურად, როგორც ნიკას გასათავისუფლებლად, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. მთავარი, რაც დღეს ნიკას გზავნილი არის, ვფიქრობ, არის ის, რომ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა. მას მიაჩნია, რომ ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავძლიოთ ყველა უთანხმოება, რომ დავიწყოთ მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის. ნიკამ ძალიან კარგად იცის, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე, იყო როგორც ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე ის, თუ როგორ ვაფასებ მე ამ ვითარებიდან გამოსავლის გზას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. ცნობისთვის, ოპოზიციონერი ლიდერი, სალომე სამადაშვილი რუსთავის ციხეში „ნაცონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეხვდა.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)