11:17 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-28 13:57:56, 467 ნახვა

საზოგადოება
2021 წელს, გადამხდელებს, დღგ-ის ზედმეტობის სახით, ავტომატურად 500 მილიონ ლარზე მეტი დაუბრუნდათ

2020 წლიდან, საგადასახადო ადმინისტრირებაში, თავისი მასშტაბიდან გამომდინარე   ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა.

დღგ-ის გადამხდელებისათვის ამოქმედდა დღგ-ის ზედმეტობის სრულად ავტომატურ რეჟიმში, უკან დაბრუნების სისტემა, რაც გულისხმობს კონკრეტული თვის ჭრილში წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე, არსებული დღგ-ის ზედმეტობის ავტომატურად დაბრუნებას გადამხდელის საბანკო ანგარიშზე.

პროცესი ეფუძნება შემოსავლების სამსახურის მიერ, შემუშავებული განახლებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით რისკების შეფასების თანამედროვე სისტემას.

აღნიშნული რეფორმის შედეგად, 2021 წელს, გადამხდელებს ავტომატურად, ყოველგვარი შეფერხებისა და მოთხოვნის გარეშე,  ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი თანხა დაუბრუნდათ.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს გაუჩნდა წვდომა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტ თავისუფალ ფულად რესურსზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზრდისა და განვითარებისთვის.

დღგ-ის ზედმეტობების მარტივად და დროულად დაბრუნებას, COVID 19-ით გამოწვეული უპრეცენდენტო მასშტაბის მქონე ეკონომიკური კრიზისისა და  შეზღუდვების პირობებში, განსაკუთრებით მასტიმულირებელი ეფექტი ექნება  მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics