2021-04-26 16:34:34, 732 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში უახლოეს მომავალში კოვიდპასპორტების პრაქტიკა დაინერგება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ცოტა ხანში საქართველოში კოვიდპასპორტის გაცემის პრაქტიკა დაინერგება.
მისივე განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც კოვიდპასპორტში აისახება.
„კოვიდპასპორტებს ნამდვილად განვიხილავთ, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც აისახება კოვიდპასპორტში. ეს იქნება აუცილებლად ვაქცინაციის ისტორია, იქნება გადატანილი დაავადების ისტორია და რიგ შემთხვევაში, იქნება PCR ტესტის პასუხი. აქედან გამომდინარე, მიდის ამაზე მუშაობა და ვფიქრობ, მოკლე ხანში უკვე რეალურად დაინერგება ეს პრაქტიკაც“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,