|
2021-04-24 20:38:45, 1114 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა, ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასიური მკვლელობები, გენოციდად აღიარა
თეთრმა სახლმა, მე -20 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი მკვლელობები გენოციდად აღიარა. განცხადება 24 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკეთა, როცა ამ მოვლენების ხსოვნის დღე დღე აღინიშნება. თეთრი სახლი ტრადიციულად აქვეყნებს ამ დღეს გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილ განცხადებას, მაგრამ წელს განაცხადში პირველად გამოყენებულ იქნა ტერმინი "გენოციდი". განცხადებაში ნათქვამია, რომ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში მასობრივი განადგურების კამპანიის მსხვერპლი ერთი მილიონი სომეხი იყო. განცხადებაში ხაზგასმულია მოწოდება ახალი მსოფლიოს მშენებლობას აუცილებლობაზე, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებების დაცვასა და პატივისცემას, სადაც ყველა ადამიანის ღირსება და უსაფრთხოება შენარჩუნდება და წარსულის საშინელებები არ განმეორდება. "განცხადებები, რომელთაც სამართლებრივი ვალდებულებები არ გააჩნია, სარგებლის მომტანი ვერ იქნება, პირიქით, [აშშ-თურქეთის] კავშირებს დააზიანებს. თუკი აშშ-ს ურთიერთობის გაუარესება სურს, მათი ნებაა". – თქვა ჩავუშოღლუმ Habertürk-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)