2021-04-24 17:49:32, 587 ნახვა
საზოგადოება
„ნამახვანჰესის“ აქციის მონაწილეებმა ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები გუმათიდან ქუთაისში საავტომობილო მსვლელობით ჩავიდნენ და ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პოლიციამ ისინი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ადგილზე არ შეუშვა.
მათივე თქმით, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, პიკეტირება დაიწყება.
ამ წუთებში პროტესტის ადგილას სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,