12:46 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-24 13:05:36, 680 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას მართავენ

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციების, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, „საიას“, „ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენლებს შეხვედრას მართავენ.

შეხვედრა თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ ცოტა ხნის წინ დაიწყო.

როგორც ცნობილია, შეხვედრაზე შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე მსჯელობენ.

„გასაგებია, რომ შეიძლებოდა ერთი ან მეორე მხარისთვის უკეთესი პირობები ჩაწერილიყო, მაგრამ მეც ვიზიარებ, რომ ეს არის კომპრომისული ვარიანტი. ცხადია, რომ ყველაფერი, ყველა მხარის მოსაწონი არ იქნება. ყველამ უნდა გაიზიაროს ეს საკითხი, იფიქროს ამაზე და ვფიქრო, რომ ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს შანსი, რომ უახლოეს მომავალში გახდეს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა, ეკა გიგაურმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი წარმოგიდგენთ ფინანსური განათლების ეროვნულ ჯილდოს - მასწავლებელთა განაცხადების მიღება დაიწყო
პაპუაშვილი ფიშერზე: აუხსნას ვინმემ, რომ არ ვაპირებთ უკრაინა-მოლდოვის EU-ის გზას დავადგეთ
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics