|
2021-04-24 12:25:56, 848 ნახვა
პოლიტიკა
„არა 20 ივნისის ამნისტიას“ - სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან აქციებს აანონსებენ
„არა 20 ივნისის ამნისტიას“ - აღნიშნული მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა ხვალ, 25 აპრილს პარლამენტთან აქცია დააანონსეს. მოძრაობა „შეცვალე“, „დემოკრატიული მომავლისთვის’ და „მოძრაობა საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ორგანისთან 15:00 საათზე შეიკრიბებიან. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, 19-21 ივნისის ღამეზე ამნისტიის გამოცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც ემსახურება რუსეთის ინტერესებს და ორიენტირებულია გიორგი გახარიას მძიმე პოლიტიკური წარსულის გადაფარვაზე. ამასთანავე, სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან აქციას 27 აპრილსაც გამართავენ. „19-21 ივნისის ღამეზე ამნისტია არის ანტისახელმწიფოებრივი, ის ემსახურება რუსეთის ინტერესებს და ორიენტირებულია გიორგი გახარიას მძიმე პოლიტიკური წარსულის გასუფთავებაზე. კანონპროექტმა შესაძლოა ერთ სიბრტყეში დააყენოს, როგორც დამნაშავე ანტისაოკუპაციო აქციის დამრბევი ჯალათები, ისე დაზარალებულები, რაც სრულად მიუღებელი, ამორალური და დანაშაულებრივია. სრულად ვემიჯნებით 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტს! შეთანხმებაზე ხელმომწერი მხარეებისგან მოვითხოვთ, რომ საერთოდ არ დარეგისტრირდეს ეს დოკუმენტი აღნიშნული შინაარსით. საქართველოს პატრიოტებს, ვისთვისაც მნიშვბელოვანია ჩვენი სახელმწიფო, ტერიტორიული მთლიანობა და ეროვნული ღირსება, მოგიწოდებთ, კვირას, 25 აპრილს, 15:00 სთ-ზე შევიკრიბოთ პარლამენტის წინ და ერთად გავაპროტესტოთ ანტისახელმწიფოებრივი კანონპროექტი“, - აღნიშნულია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბაზისბანკი წარმოგიდგენთ ფინანსური განათლების ეროვნულ ჯილდოს - მასწავლებელთა განაცხადების მიღება დაიწყო
პაპუაშვილი ფიშერზე: აუხსნას ვინმემ, რომ არ ვაპირებთ უკრაინა-მოლდოვის EU-ის გზას დავადგეთ
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)