|
2021-04-23 15:51:59, 553 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილი გმობს ამნისტიას და თან ელოდება მის მიღებას, რომ პარლამენტში შებობღდეს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილი ერთი მხრივ გმობს ამნისტიას და თან ელოდება მის მიღებას, რომ რაც შეიძლება სწრაფად „შებობღდეს“ პარლამენტში. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ის აღნიშნულ პროცესში ბოლომდე მოსთხოვს „ქართულ ოცნებას“, რომ შეასრულოს პირობა. „მინდა მივმართო ადამიანებს, რომლებიც ერთი მხრივ გმობენ ამნისტიას, ახლა არ ვამბობ არანაირად ნიკა მელიაზე, არამედ სხვა ადამიანებზე და მეორე მხრივ, ელოდებიან ამნისტიის კანონის მიღებას, რომ შებობღდნენ, რაც შეიძლება სწრაფად პარლამენტში. ეს არის პილატე პონტოელის მსგავსი ქმედბა, ხელები დაიბანეთ პროცესიდან, მაგრამ გინდათ რომ მიიღოთ შედეგი. მე ხელებს არ დავიბან პროცესიდან და ყველაფერს შევასრულებ, ზედმიწევნით მოვთხოვ „ქართულ ოცნებას“, რომ შეასრულოს თავისი პირობა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)