|
2021-04-23 14:32:03, 604 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - ისეთი რეფორმა მოხდება, ცესკო-ს თავმჯდომარედ ჟვანია კი არა, გებელსი რომ დანიშნო, ისიც ვერ აურევს ვერაფერს
ისეთი რეფორმა მოხდება, რომ თამარ ჟვანია კი არა, იოზეფ გებელსი რომ დანიშნო ცესკოს-ს თავმჯდომარედ, ისიც ვერ აურევს ვერაფერს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით. როგორც ელისაშვილი იმედოვნებს, თამარ ჟვანია გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებამდე თავად მიიღებს. „ნუ ვახურდავებთ ძალიან დიდ, მართლა რევოლუციურ ცვლილებებს და რეფორმებს თამარ ჟვანიამდე. ისეთი რეფორმა მოხდება, რომ ჟვანია კი არა, იოზეფ გებელსი რომ დანიშნო ცესკოს-ს თავმჯდომარედ, ისიც ვერ აურევს ვერაფერს. ისეთი გამართული ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია, საოლქო და საუბნო კომისიები იქნება, რომ ვერავინ ვერაფერს გააფუჭებს, თუმცა რატომღაც მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ თამარ ჟვანია თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებამდ. ვფიქრობ, მას თავად ექნება დისკომფორტი იმ პოსტზე დარჩენის შემთხვევაში“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)